1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

674
0

ვერძი

ხელსაყრელი პერიოდია ოჯახურ გარემოში მშვიდი ურთიერთობისთვის. ახლა ყურადღების ცენტრში ყოფნას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, გარემოს მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინოთ და შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ შეიტყოთ. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გმართებთ, რათა ფული უხარისხო და უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ.

მოერიდეთ კამათს უცხო ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან, რადგან არსებობს არაადეკვატურ ქცევასთან შეჯახების საფრთხე. დღის მეორე ნახევარში განმარტოება საკუთარ გრძნობებში გარკვევაში დაგეხმარებათ და პარტნიორთან კავშირს განამტკიცებს.

კურო

მზად იყავით განსხვავებული პოზიციისთვის, თუმცა საერთო ატმოსფეროს გაფუჭების უფლებას ნუ მისცემთ. მარტოხელა კურომ შეიძლება მოგზაურობისას საინტერესო ადამიანი გაიცნოს.

გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და რთული ამოცანების გადაჭრა მოგიწიოთ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. გირჩევთ ფული გონივრულად ხარჯოთ, რომ ვალის აღება არ მოგიწიოთ.

ჯანმრთელობის მხრივ, ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს — ნუ გადატვირთავთ მას ცხიმიანი საკვებითა და ალკოჰოლით.

ტყუპები

შესაძლოა ახლობლებმა ამ დღეს თქვენს პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ – მათი მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საკუთარ პრინციპებს არავითარ შემთხვევაში არ უღალატოთ. ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ.

იდეალური დროა პროფესიის შესაცვლელად, თუმცა სამსახურიდან წამოსვლამდე ახალი, უფრო ხელსაყრელი სამსახური უნდა მოძებნოთ. იღბალი თქვენს მხარესაა – საქმიანი გარიგებები და მსხვილი შენაძენები იმედებს გაგიმართლებთ.

მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, რადგან დღეს შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები შეგიქმნათ.

კირჩხიბი

ნუ ენდობით დაუპატიჟებელი სტუმრის დაპირებებს – ამ ადამიანმა შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ. პლანეტები მიგანიშნებენ, რომ ამ დღეს საფრთხე სოციალურ ფაქტორებს უკავშირდება. მოერიდეთ გარშემომყოფების კრიტიკას, რათა დაპირისპირებას გადაურჩეთ.

დიდია შანსი, რომ უფროსობამ თქვენი შრომა შეამჩნიოს და დააფასოს. დღის მეორე ნახევარში ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ ან გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს.

საღამოს საუნა ან აბანო თავს უკეთ გაგრძნობინებთ, თუმცა ზედმეტ გადახურებას ერიდეთ.

ლომი

მარტოხელა ლომს შეიძლება ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს. უფროსი ნათესავების რჩევებს ნუ დაუჯერებთ – ამჯერად მათი დასკვნები მცდარია. სავარაუდოდ, ურთიერთბრალდებები წარსულს ჩაჰბარდება. მალე წყენის დავიწყებას და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას შეძლებთ.

შესაძლოა ახალი ვაკანსია შემოგთავაზონ — უყოყმანოდ დათანხმდით, რადგან ეს თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.

საღამოს შოპინგი დაგეგმეთ — თავად პროცესიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და შენაძენიც მომგებიანი იქნება. კვებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და მენიუდან ცხიმი და შაქარი ამოიღეთ.

ქალწული

ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით, რომ პარტნიორის სიტყვებს ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ. დაქორწინებულ ქალწულს შანსი ექნება, თაფლობის პერიოდი თავიდან განიცადოს — ეცადეთ ამ შესანიშნავი შესაძლებლობით ისარგებლოთ!

მოულოდნელი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თქვენს უხეშობას უახლოეს მომავალში “ბუმერანგის ეფექტი” ექნება, ამიტომ ეცადეთ, ოჯახში და სამსახურში მშვიდობა დაამყაროთ.

ოჯახის წევრებს თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით, თუმცა საკუთარი ქმედებები აკონტროლეთ. დეპრესიულ განწყობას თავი რომ აარიდოთ, აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

სასწორი

მოსალოდნელია ახალი გატაცება, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ დღეს მცირე ტყუილსაც კი უნდა ერიდოთ, რადგან მას უფრო დიდი ტყუილი მოჰყვება და საბოლოოდ, ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.

სანამ ახალ სამსახურს არ იპოვით, ამჟამინდელი სამსახურიდან წამოსვლაზე ფიქრი თავიდან ამოიგდეთ. მსხვილი შესყიდვები მომავალი უქმეებისთვის გადადეთ. ამ დღეს, მთვარის გავლენით შესაძლოა ფული უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. თუ რამის ყიდვას, ვინმესთან შეხვედრას ან სადმე წასვლას აპირებდით, ნუღარ გადადებთ!

მორიელი

მზად იყავით თავგადასავლებისთვის — საყვარელი ადამიანი თქვენს გაოცებას ეცდება. შესაფერისი დროა მშობლების მოსანახულებლად, ძველი კავშირების აღსადგენად და ოჯახური ტრადიციების გასახსენებლად. მოსალოდნელია ხარჯების ზრდა, თუმცა მოულოდნელი შემოსავალი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

დაუკვირდით საკუთარ ემოციებს — დღევანდელი მოვლენები თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. სამყარო მინიშნებებს გიგზავნით – შეეცადეთ, სწორად გაიგოთ და საჭირო დასკვნები გამოიტანოთ.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნებს ვურჩევთ, ცხოვრების მეგზურის ძებნა დროებით სამომავლოდ გადადონ — ახლა რომანტიკული ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დროა.

მარსის გავლენით ამ დღეს კონფლიქტმა შეიძლება უმიზეზოდ, „ცარიელ ადგილზე“ იფეთქოს. მომატებული ემოციური ფონის გამო სასურველია, რომ პარტნიორთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ საქმეში მთავარია თანმიმდევრულობა, ამიტომ გადაწყვეტილებას დღეში ათჯერ ნუ ცვლით. დღის პირველი ნახევარი ფინანსურ წარმატებასა და შემოსავლების ზრდას გპირდებათ, რაც ვალებისგან გაგათავისუფლებთ.

მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას და ემოციურ გამოფიტვას, რაც შესაძლოა ნერვული აშლილობის მიზეზი გახდეს.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლოა კოლეგას, რომელსაც ყოველდღე ხედავთ, სულ სხვა თვალით შეხედოთ და მიხვდეთ, რომ მასთან იმაზე მეტი გაკავშირებთ, ვიდრე იფიქრებდით. დღევანდელი დღე ოჯახში ჰარმონიასა და ურთიერთგაგებას მოიტანს. თუ ახლობლებს მეტ დროს და ყურადღებას დაუთმობთ, ისინიც იმავეთი გიპასუხებენ.

ძველი მიდგომების შეცვლის ნუ შეგეშინდებათ – ინოვაციური იდეა თქვენს შრომას უფრო ნაყოფიერს და ეფექტურს გახდის. დიდი ძალისხმევის წყალობით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. გაუფრთხილდით ნერვებს და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.

მერწყული

პლანეტები გირჩევენ, რომ ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ემოციები და სიტყვები აკონტროლოთ, რათა მცირე კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. მალე კარიერული წინსვლის შესანიშნავი შესაძლებლობა გაჩნდება და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ.

მოერიდეთ სტრესს და მჯდომარე ცხოვრების წესს, რადგან ამან შესაძლოა წონაში მატება, ქოშინი ან უძილობა გამოიწვიოს. დღეს ვიზაჟისტებთან და კოსმეტოლოგებთან ვიზიტს მოერიდეთ, რადგან შესაძლოა, შედეგი თქვენს მოლოდინს არ დაემთხვეს.

თევზები

თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელსაც თქვენ მიმართ ნაზი გრძნობები ამოძრავებს. თუ პარტნიორი უკვე გყავთ, მისმა ფლირტმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.

ნუ ეცდებით სასურველი შედეგის მისაღწევად საკუთარ თავს გადაახტეთ — დაისვენეთ და გამოსავალს ადრე თუ გვიან იპოვით. ხელსაყრელი დღეა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. მამაკაცებს ელით შეხვედრა, რომელიც წარსულის მოგონებებს და სინანულს გამოიწვევს.

იზრუნეთ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე — სპორტი და მედიტაცია სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.