1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ფორმულამ” გააკეთა სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, სარჩელს შევიტან სასამართლოში, შევქმნით ფონდს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს ამ მედიატერორისგან-გოგა ხაინდრავა
“ფორმულამ” გააკეთა სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, სარჩელს შევიტან სასამართლოში, შევქმნით ფონდს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს ამ მედიატერორისგან-გოგა ხაინდრავა

“ფორმულამ” გააკეთა სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, სარჩელს შევიტან სასამართლოში, შევქმნით ფონდს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს ამ მედიატერორისგან-გოგა ხაინდრავა

188
0

ღმერთი ადამიანს როდესაც სჯის, უგუნურს ხდის. ამის ყველაზე კარგი მაგალითია „სიცრუის ფორმულა“ – უგუნურების, უსინდისობის. რამდენიმე კვირის წინ მათ გააკეთეს სიუჟეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავას თქმით, ამასთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს სასამართლოში.

„სარჩელს შევიტან სასამართლოში, მოვითხოვ პასუხს ამ ცილისწამებასა და სიცრუეზე. გარდა ამისა, შევქმნით ფონდს, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ მედიატერორისა და მედიაფაშიზმისგან. წინა შაბათს „სიცრუის ფორმულამ“ გააკეთა სიუჟეტი, სადაც დამაბრალა ისეთი რამ, რაც თავში არ მოუვა ნორმალურ ადამიანს, რომელსაც ღირსება, სინდისი, სამშობლო აქვს. კეზერაშვილი ან თარგამაძე უნდა იყო, რომ ქართველ კაცს დააბრალო, მან ფულის საფასურად 2 000 ინდოელი და პაკისტანელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში ოთხი მილიონი აიღო. მინდა, დავპირდე ამ „სიცრუის ფორმულას“, რომ აუცილებლად დავამთავრებ მათ, ამ ბოროტებას და არა მარტო მათ ბოროტებას. ვიქნები არა მარტო მე, არამედ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაერთიანდება ამ ფონდში და ყველანაირად დაიცავს საკუთარ თავს, ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს ამ ბოროტებისა და უბედურებისგან“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.