ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა ამშვენებდა. მაესტრომ მიწვევა პირადად პრეზიდენტისგან მიიღო.
ღონისძიება თეთრი სახლის ისტორიულ, აღმოსავლეთ დარბაზში გაიმართა. ანდრეა ბოჩელის კონცერტს წინ უძღოდა თბილი წინასაკონცერტო მიღება, სადაც ცოცხალ სადღესასწაულო მუსიკას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ორკესტრი ასრულებდა. წინასაკონცერტო მიღებამ საღამოს მხიარული და საზეიმო განწყობა შექმნა, სადაც სტუმრები საუბრობდნენ და თეთრი სახლის კულინარიული გუნდის მიერ მომზადებულ სეზონურ კოქტეილებს აგემოვნებდნენ.

დამსწრეთა რაოდენობა 150-მდე სტუმრით იყო შეზღუდული, რომლებიც ბიზნესის, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს წარმოადგენდნენ. მოწვეულთა შორის იყვნენ: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო;

გენერალური პროკურორი ; აშშ-ის ეროვნული დაზღვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი; თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უაილსი; ასევე კაბინეტის სხვა გამორჩეული წევრები. უაილსი, რომელიც თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე დისციპლინირებულ და ეფექტურ ლიდერად არის მიჩნეული, მთელი საღამოს განმავლობაში აქტიურად ესაუბრებოდა სტუმრებს და ზრუნავდა, რომ შეკრება თბილი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. მთელი საღამოს განმავლობაში, საუბრები მიმდინარეობდა ბუნებრივად და არაფორმალურად, რაც ასახავდა საშობაო სულისკვეთების, კულტურისა და ტრადიციებისადმი საერთო სიყვარულს, ყოველგვარი ოფიციალური დღის წესრიგის გარეშე.
საღამოს თანაპროდიუსერი იყო დიდი ხნის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი მარკ ადვენტი, რომელიც დეველოპერი და გლობალური ბიზნესის, უძრავი ქონებისა და ტურისტული კომპანიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული, გავლენიანი ფიგურაა. ადვენტი ცნობილია ისეთი მასშტაბური პროექტებით, როგორიცაა ლას-ვეგასის New York New York Hotel & Casino, რომელმაც 1997 წელს გახსნისთანავე შეცვალა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის სტანდარტები.

„ეს იყო მშვენიერი საშობაო საღამო, რომელიც მუსიკის, მეგობრობისა და მადლიერების გარშემო გაერთიანდა. ირაკლი და თორნიკე მოწვეულნი იყვნენ, როგორც სტუმრები, რათა მონაწილეობა მიეღოთ ამ გამორჩეულ კულტურულ გამოცდილებაში. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან რუბიოს ნახვა, რომელიც ირაკლისთან და თორნიკესთან ურთიერთობისას გულწრფელად იღიმოდა – ეს იყო შესანიშნავი მომენტი, რომელმაც ზუსტად ასახა საღამოს სითბო და განწყობა”, – განაცხადა ადვენტმა.
თავის მხრივ, ირაკლი კვერღელიძემ აღნიშნა, რომ „მაესტრო ბოჩელის შესრულების მოსმენა ასეთ გარემოში საოცრად ემოციური გამოცდილება იყო. მთელი საღამო, დაწყებული მშვენიერი წინასაკონცერტო მიღებით და დასრულებული თავად შესრულებით, ზუსტად ასახავდა შობის ნამდვილ სულს.“
ირაკლი კვერღელიძის ხელმძღვანელობით Orbi Group-ი ქმნის და მართავს მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმრო ობიექტებს, მათ შორის ფლაგმან პროექტს „Orbi City“ ბათუმში. Block Group-თან პარტნიორობით, კომპანია აგრძელებს მასშტაბური პროექტების განვითარებას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის დაგეგმილ პროექტებს თბილისსა და ბათუმში, ასევე გეგმავს თანამშრომლობას ლეგენდარულ იტალიურ ბრენდთან, Cipriani-სთან და Advent Allen International-თან.
„ეს საღამო განსაკუთრებული გახადა მისმა ენერგიამ და სითბომ, არაჩვეულებრივმა მუსიკამ, გულთბილმა გარემოცვამ და სეზონის ერთად აღნიშვნის სიხარულმა“, – დასძინა თორნიკე ჯანაშვილმა.

ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, კვერღელიძე და ჯანაშვილი შეუერთდნენ ადვენტს და მის პარტნიორს, ლოს-ანჯელესისა და ლას-ვეგასის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ლეგენდას, ბილ ალენს, წინასწარ დაგეგმილ ბიზნეს შეხვედრებზე. Advent Allen International-ი, Orbi Group-თან და Block Group-თან პარტნიორობით, ლას-ვეგასში მასშტაბური ინტეგრირებული კურორტისა და კაზინოს პროექტის დასაანონსებლად ემზადება და აქტიურად განიხილავს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვის შესაძლებლობას.
მათ ახალ პროექტებს შორისაა 190 მილიონი დოლარის ღირებულების გასართობი ცენტრი ლას-ვეგასში, რომელიც შთაგონებულია Paramount Pictures-ისა და ტომ კრუზის ფილმებით, Top Gun-ითა და Top Gun: Maverick-ით. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური და ადრენალინით სავსე ადგილი, რომელიც ფილმების მასშტაბურობას გადმოსცემს.
საღამო ისე დასრულდა, როგორც დაიწყო: მადლიერებით მუსიკის, მეგობრობისა და შობის მარადიული სულის მიმართ.
„ირაკლისა და თორნიკეს ჩვენთან ერთად ყოფნა თეთრ სახლში მართლაც არაჩვეულებრივი იყო,“ – დასძინა ადვენტმა. „ისინი ქართულ ბიზნესს საუკეთესო ფორმით განასახიერებენ და ჩემი ნამდვილი მეგობრები და გამორჩეული ლიდერები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უკვე დიდი ენთუზიაზმით ველოდებით მათ აშშ-ში დაბრუნებას, როდესაც შეერთებული შტატები 4 ივლისს, 250-ე იუბილეს იზეიმებს.“
(R)