1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის-სერგეი ლავროვი
ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის-სერგეი ლავროვი

ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის-სერგეი ლავროვი

119
0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის. ამის შესახებ მან 2025 წელს რუსეთის დიპლომატიური საქმიანობის შეჯამებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვმა განაცხადა, რომ „დღეს მსოფლიო ასპარეზზე გადახაზულია ყველა ის წესი, რომელიც წარსულში დასავლეთს აწყობდა და მსოფლიო წესრიგის საფუძველს წარმოადგენდა“.

მისი თქმით, ამჟამად მოქმედებს პრინციპი – „ვინც ძლიერია, ის მართალია“, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახება ჩინეთის ეკონომიკური უპირატესობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ყირიმი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ „გრენლანდია არ წარმოადგენს დანიის ბუნებრივ ნაწილს“, თუმცა ასევე დასძინა, რომ რუსეთი მიმდინარე კონფლიქტში ჩარევას არ აპირებს.

„ნატო გამოწვევების პერიოდს გადის და რუსეთი არ არის დაინტერესებული გრენლანდიის საქმეებში ჩარევით“,- განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აქვთ გრენლანდიის დაკავების გეგმა.

„ვაშინგტონმა იცის, რომ რუსეთს ასეთი გეგმები არ გააჩნია. ნატო-მ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ალიანსის ფარგლებში, ერთობლივად უნდა მიაღწიოს“, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.