1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს ტემპი საშუალებას იძლევა, მეტად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე -ირაკლი კობახიძე
საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს ტემპი საშუალებას იძლევა, მეტად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე -ირაკლი კობახიძე

საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს ტემპი საშუალებას იძლევა, მეტად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე -ირაკლი კობახიძე

267
0

საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული ხუთი წლის განმავლობაში.

„ხუთი წლის განმავლობაში მანძილზე ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3% და ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 16 მლრდ დოლარიდან გაიზარდა 37.5 მლრდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, განვითარების ეს ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე. დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, დღევანდელი დღე გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენი განვითარების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება მომავალში. მადლობას ყველას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ეკონომიკის სამინისტროს, ყველას, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ფრანგულ კომპანია Groupe ADP-თან გაფორმდა ხელშეკრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ, რომელიც 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.