სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს 700-მდე ვეტკლინიკა, ვეტაფთიაქი და ზოომაღაზია შეამოწმა. სააგენტოს ცნობით, 2025 წელს უწყების ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების გამომყენებელ კლინიკაში, ზოომაღაზიასა და ვეტაფთიაქში 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ვეტერინარული კლინიკების, აფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
`სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება. ერთად დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე!“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.