რა დამხმარე საშუალებები მოვიმარაგოთ ახალი წლისთვის, რომ დღესასწაულები კომფორტულად გავატაროთ
წინასაახალწლო პერიოდი ყველასთვის სასიამოვნო ფორიაქთან, მოლოდინსა და სიხარულთან ასოცირდება, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ სადღესასწაულო დღეები ჩვენი ორგანიზმისთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. კვების რეჟიმის ცვლილება, ქართული სამზარეულო, დატვირთული ცხიმიანი და ნიგვზიანი კერძებით, ტკბილეულის მომატებული რაოდენობა, განსაკუთრებით როდესაც გოზინაყი ქართული სუფრის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, ალკოჰოლის მოხმარება, არარეგულარული ძილი და ყოველდღიური რუტინის დარღვევა ერთობლივად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. შედეგად, ხშირად თავს იჩენს დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება, შაქრის დონის მერყეობა ან ზოგადი დისკომფორტი, რაც დღესასწაულით სრულფასოვნად ტკბობის საშუალებას გვიზღუდავს.
სწორედ ამიტომ, წინასაახალწლო მზადება მხოლოდ საჩუქრების შერჩევითა და სუფრის დაგეგმვით არ უნდა შემოიფარგლოს და მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში საკუთარ ორგანიზმზეც ვიზრუნოთ და შობა-ახალი წლის დღესასწაულს მომზადებულად შეხვდეთ.
საახალწლო ფორიაქში ხშირად გვავიწყდება, რომ დღესასწაულის ხარისხი პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობასთან. იმისათვის, რომ სადღესასწაულო დღეებმა მხოლოდ სასიამოვნო ემოციები და კარგი მოგონებები დაგიტოვოთ, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ საჭირო რჩევები და ის დამხმარე საშუალებები, რომლებიც ამ პერიოდში თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ.
პირველ ეტაპზე არჩევანი შევაჩერეთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერას ეხება. ტრადიციული ქართული სუფრა ნამდვილი გამოცდაა კუჭ-ნაწლავისთვის. ნიგვზიანი კერძები, ცხიმიანი საკვები და მრავალფეროვანი ინგრედიენტების ერთობლიობა ხშირად იწვევს მონელების შეფერხებას, სიმძიმესა და შებერილობას.

ასეთ დროს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია სწორი მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს მონელების პროცესის გაუმჯობესებას და კუჭ-ნაწლავის კომფორტს. საკვების მონელებაში ერთ-ერთ მთავარ როლს პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი ასრულებს, რომელიც მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს გამოიმუშავებს. ფერმენტების დეფიციტის შემთხვევაში ირღვევა საკვების დაშლა, რაც ხშირად ჭამის შემდეგ სიმძიმისა და დისკომფორტის მიზეზი ხდება. ასეთ დროს ეფექტური საშუალება კრეზამია (პანკრეატინი 10 000 სე), ფერმენტული საშუალება, რომელიც აუმჯობესებს მონელებას და ამცირებს ჭამის შემდგომ სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებას. კრეზამი მიიღება 1–2 კაფსულა ძირითადი კვების დროს.
როდესაც მონელების პრობლემებს თან ერთვის შებერილობა და ნაწლავებში აირების დაგროვება, საჭიროა კომპლექსური მხარდაჭერა. რეოკონი პოლიფერმენტული ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, რომელიც ერთდროულად ხელს უწყობს საკვების მონელებას და ამცირებს შებერილობასა და მუცლის არეში დისკომფორტს. რეოკონი, ჩვეულებრივი პანკრეატინისგან განსხვავებით, საკვების მომნელებელ ფერმენტებთან ერთად (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა) დამატებით შეიცავს დიმეტიკონს – მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ, ხარის ნაღვლის ექსტრაქტს – ცხიმების აბსორბციისთვის და ჰემიცელულაზას – მცენარეული ბოჭკოს ადვილად ასათვისებლად. რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
შემდეგი საკითხი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, ტკბილეულის ჭარბი მიღებაა. გოზინაყი, ჩურჩხელა და სადღესასწაულო დესერტები გლუკოზის დონის მკვეთრ მერყეობას იწვევს. ეს პროცესი ხშირად ხდება ენერგიის ვარდნის, დაღლილობისა და ძილიანობის მიზეზი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვინდა მხიარულება. ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს წონის კონტროლის საკითხიც, რომელიც სადღესასწაულო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

შუგა ნორმი წარმოადგენს გერმანული ხარისხის ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც ქრომის, თეთრი თუთის, ალფა-ლიპოის მჟავისა და დარიჩინის ექსტრაქტის კომბინაციით ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. შუგა ნორმი ამცირებს მადას, განსაკუთრებით, ტკბილეულზე მოთხოვნილებას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს წონაში კლებას და ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. შუგა ნორმი მიიღება 1 ტაბლეტი ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე, წყალთან ერთად.
სადღეგრძელოები, შამპანური და კოქტეილები საახალწლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია, თუმცა მეორე დღეს ნაბახუსევთან გამკლავება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუ ეს საკითხი თქვენთვისაც აქტუალურია, ალკორესტი ეფექტურ მხარდაჭერას გთავაზობთ.
ალკორესტი ნაბახუსევის სიმპტომების შესამსუბუქებელი კომბინირებული საშუალებაა. მისი შემადგენლობა – თეთრი ტირიფის ქერქი, ქოლინი, ნატრიუმი, კალიუმი, ქლორიდი, გლუკოზა და ვიტამინი B6, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ აღდგენას და ამცირებს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ ე.წ ნაბახუსევის სიმპტომებს.

ალკორესტი ხელს უწყობს თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, გულისრევის, დეჰიდრატაციისა და ნაბახუსევის სხვა სიმპტომების შემსუბუქებას, რათა სადღესასწაულო დილა უფრო მსუბუქად და ენერგიულად დაიწყოთ. ალკორესტის 1 შუშხუნა ტაბლეტი გახსენით 200 მლ გრილ წყალში და მიიღეთ გახსნისთანავე. მაქსიმალური დღიური დოზა 3 ტაბლეტია.
არ დაგვავიწყდეს, რომ სადღესასწაულო დღეები სიხარულთან, ოჯახურ შეკრებებთან და გემრიელ სუფრასთან არის დაკავშირებული, თუმცა ორგანიზმისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ზომიერება და საჭირო მხარდაჭერა დაგეხმარებათ, წლის ამ განსაკუთრებულ დროს თავიდან აირიდოთ სხვადასხვა სახის დისკომფორტი.
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დღესასწაულების განმავლობაში და გახადეთ ახალი წლის დღეები მართლაც სასიამოვნო და კომფორტული.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
(R)