1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ღალატის თესლიდან აღმოცენებულ პარტიას მომავალი არ აქვს -შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ღალატის თესლიდან აღმოცენებულ პარტიას მომავალი არ აქვს -შალვა პაპუაშვილი

გიორგი გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ღალატის თესლიდან აღმოცენებულ პარტიას მომავალი არ აქვს -შალვა პაპუაშვილი

128
0

ნებისმიერ პარტიას, რომელიც ღალატის საწყისში დგას, არანაირი მომავალი არ აქვს, შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მთავარმა სახეებმა დატოვეს და ეს ორგანიზაცია უკვე სასაცილო გახდა.

„რა უნდა ვთქვა ამ პარტიაზე, რომლის თავმჯდომარეც ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა? რაზე უნდა ვისაუბროთ? უკვე ეს ორგანიზაცია სასაცილო გახდა. ამიტომ, გასაგებია, რომ ასეთი პროცესები იქნება პარტიაში. ამ პარტიის სახეები იყვნენ, ზაზა თავაძე, ნათია მეზვრიშვილი, თეონა აქუბარდია და ყველამ დატოვა. თავად გახარია გერმანიაში სწავლობს თუ ასწავლის ვერ გავერკვიეთ, მაგრამ სტიპენდიატი რომ არის, ამ ყველაფერში გავერკვიეთ, სასაცილოა. ნებისმიერი პარტია, ორგანიზაცია, ჯგუფი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ღალატის საწყისში დგას, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, რა თქმა უნდა, იმ პარტიას, იმ გაერთიანებას, იმ კავშირს არანაირი მომავალი არ აქვს. შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის, – განაცხადა პაპუაშვილმა.