საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ
47
0
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული სამუშაო ვიზით ვეღარ ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში პოლონეთის საელჩო აქვეყნებს.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ახალი ბრძანება განსაზღვრავს იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ, პოლონეთში მუშაობის სურვილის შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურებით ისარგებლონ.
ეს ბრძანება ეხება შემდეგ ქვეყნებს: სომხეთს, ბელარუსს, მოლდოვას და უკრაინას. ჩამონათვალიდან ამოღებულია საქართველო.
საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ბრძანების გამოქვეყნებამდე იყო წარდგენილი, აქამდე მოქმედი გამარტივებული წესით განიხილება.
რაც შეეხება პირებს, რომლებიც უკვე მუშაობენ, მათ განსაზღვრულ ვადამდე შეეძლებათ მუშაობა.