1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება
“დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება

“დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება

132
0

აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად გამართული შეხვედრისა და დისკუსიების შედეგად განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს. ამის შესახებ შეერთებული შტატებისა და უკრაინის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ავრცელებს.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, „მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვამდა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას“. ასევე ორივე მხარე თანხმდება, რომ კონსულტაციები ძალიან პროდუქტიული იყო.

გავრცელებული ცნობით, მხარეები უახლოეს დღეებში ერთობლივ წინადადებაზე ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.

„დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება აშშ-ისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ომისა და სიცოცხლის დაკარგვის დასასრულებლად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის.

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, გააგრძელონ ინტენსიური მუშაობა ერთობლივ წინადადებებზე უახლოეს დღეებში. ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რაც უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.