1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს -“საზოგადოება ივერიისა”
გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს -“საზოგადოება ივერიისა”

გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს -“საზოგადოება ივერიისა”

249
0

გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ სიწმინდეს – წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს (წმინდა გიორგის მუხლს), რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას” ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა, – ამის შესახებ ნათქვამია ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“23 ნოემბერს საქართველო აღნიშნავს გიორგობას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქართველებისთვის. ამ დღეს წმინდა გიორგისადმი პატივისცემა და ვედრების წარმოთქმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ სიწმინდეს – წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს (წმინდა გიორგის მუხლს), რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას”ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა (ავტორი დავით კაკაბაძე, უმცროსი).

„საზოგადოება ივერიისას” ეს ინიციატივა განხორციელდა ქართული საზოგადოების შემოწირულობებით. ამ გზით, თითოეულ შემომწირველს საშუალება ჰქონდა ჩართულიყო ამ განსაკუთრებული სიწმინდის ღირსეულად წარმოჩენის საქმეში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.