13 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
13 ნოემბერს, ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +20 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. .
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში + 20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.