1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს – კობა ხუნდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს – კობა ხუნდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს – კობა ხუნდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

174
0

დეველოპერ კობა ხუნდაძეს, რომელიც, პროკურატურის განმარტებით, სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან არის დაკავშირებული, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მის წინააღმდეგ გამოძიება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და ლეგალიზების ბრალდებით მიმდინარეობს.  კობა ხუნდაძე,  თავს  დამნაშავედ არ თვლის და დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად, არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სამშენებლო კომპანია “დაგის” 100%-იანი წილის მფლობელს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს 81 ერთეული უძრავი ქონება თბილისში და მრავალჯერადი ფულადი ტრანზაქციები, რომლებითაც ხუნდაძემ, პროკურატურის მტკიცებით, მილიონების წარმოშობა დამალა. სწორედ მის ერთ-ერთ ბინაში იქნა აღმოჩენილი ჩხრეკის შედეგად 1 300 000 დოლარზე მეტი.

“ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს უსამართლო შემოსავლის ლეგალიზაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას ბრალი აქვს წარდგენილი დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. პროცესზე დასაბუთებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენების საჭიროება. სასამართლომაც გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ, ამ შემთხვევაში, პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიების პროპორციული სახე. დღეის მდგომარეობით, ის იმყოფება პატიმრობაში. რაც მას ბრალად აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე,” – აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

პარალელურად, თითქმის სამი მილიონი დოლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ყოფილ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან.