1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შსს-მ ელენე ხოშტარიას მიმართ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ ელენე ხოშტარიას მიმართ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ელენე ხოშტარიას მიმართ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

142
0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

“სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – წერია განცხადებაში.

მანამდე, თავად “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის საარჩევნო ბანერს აწერს: “რუსული ოცნება” და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ კი 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.