1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძების სახით გირაო შეეფარდა
მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძების სახით გირაო შეეფარდა

მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძების სახით გირაო შეეფარდა

180
0

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მურთაზ ზოდელავას ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ და მას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

გირაოს შეფარდება ზოდელავას მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა.

მურთაზ ზოდელავა სუს-მა 11 სექტემბერს დააკავა. თავდაპირველად, მას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციის მუშაკის ან  ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

საქართველოს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე კი აღინიშნა, რომ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა, გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება. შესაბამისად, ზოდელავას საბოლოოდ, სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას.