1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრემიერი: თუ ვინ დაიწყო ომი, წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ტალიავინის დასკვნაში – ეს სააკაშვილის რეჟიმია
პრემიერი: თუ ვინ დაიწყო ომი, წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ტალიავინის დასკვნაში – ეს სააკაშვილის რეჟიმია

პრემიერი: თუ ვინ დაიწყო ომი, წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ტალიავინის დასკვნაში – ეს სააკაშვილის რეჟიმია

84
0

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის რეალობა, რომელიც აისახა შესაბამის დოკუმენტში, ამ დოკუმენტს ხელს აწერს პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყანა.

„მე პარლამენტის სახელით ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ყველასთვის არის ცნობილი. მე წაკითხული მაქვს ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა. ამ ყველაფერს იზიარებდა თავის დროზე სწორედ ის ძალა, რომელიც დღეს აცხადებს, რომ თითქოს მათ არ დაიწყეს ომი. სინამდვილეში, სააკაშვილის რეჟიმმა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი. ეს არის ის რეალობა, რომელიც აისახა შესაბამის დოკუმენტში, ამ დოკუმენტს ხელს აწერს პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყანა და ამ დოკუმენტს ხელს აწერს ასევე წინა რეჟიმის ხელმძღვანელობა. თვითონვე აქვთ ეს ყველაფერი ნათქვამი“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არცერთ სასამართლოს, არც ჰააგას და არც სტრასბურგს არ უმსჯელია ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

„ეს სასამართლოები ჩვენ მოვიგეთ და იქ არსად არ წერია,თუ ვინ დაიწყო ომი. ჩვენ დავიცავით ჯარის ინტერესები და იმ სასამარლოებმა დაადგინეს სწორედ ჩვენი ძალისხმევით, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ომის დაწყებაზე არ უმსჯელია ამ კონკრეტულ სასამართლოებს. არცერთ სასამართლოს, არც ჰააგას და არც სტრასბურგს არ უმსჯელია ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ამიტომ, „ნაცების“ საშველად არ გამოდგება ეს ორი სასამართლო გადაწყვეტილება. სხვა რამე წერია ამ გადაწყვეტილებებში. ის, თუ ვინ დაიწყო ომი, ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ტალიავინის დასკვნაში და ეს არის სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი. დაელოდეთ პარლამენტს და ნახეთ, რას დაწერს პარლამენტი. 2008 წელს გაყალბებით გახდა სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.