1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში -გერმანული მედია
ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში -გერმანული მედია

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში -გერმანული მედია

329
0

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა WELT AM SONNTAG-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპელმა მაღალჩინოსნებმა მედიასაშუალებას ანონიმურად განუცხადეს, რომ ჩინეთის მთავრობა მზად იქნება, გაგზავნოს ძალები უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო კონტინგენტი გაერო-ს მანდატის ფარგლებში განთავსდება.

როგორც გამოცემა წერს, ბრიუსელში პეკინის ამ გეგმას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთ-ერთმა დიპლომატმა მედიასაშუალებას უთხრა, რომ, ერთი მხრივ, ევროპაში ფიქრობენ, რომ ჩინეთის მსგავსი ქვეყნების მონაწილეობამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოური ძალების განთავსების გადაწყვეტილების მიღებას; მეორე მხრივ, არსებობს რისკი, რომ ჩინეთი უკრაიანში ჯაშუშობით იქნება დაკავებული და კონფლიქტის შემთხვევაში, პრორუსულ პოზიციას დაიკავებს.

მიმდინარე კვირას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ ვარიანტად უსაფრთხოების გარანტიების გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მიერ უზრუნველყოფა დაასახელა, მათ შორის, რუსეთისა და ჩინეთის.

„დარწმუნებული ვარ, დასავლეთში, უპირველესად, შეერთებულ შტატებში, კარგად ესმით, რომ უსაფრთხოების საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიაა, ეს არსაითკენ მიმავალი გზაა“, – განაცხადა ლავროვმა.