1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკის სამიტი პუტინთან ავსტრიაში, შვეიცარიაში ან თურქეთში გაიმართება – Deutsche Welle
ზელენსკის სამიტი პუტინთან ავსტრიაში, შვეიცარიაში ან თურქეთში გაიმართება – Deutsche Welle

ზელენსკის სამიტი პუტინთან ავსტრიაში, შვეიცარიაში ან თურქეთში გაიმართება – Deutsche Welle

84
0

პუტინ-ზელენსკის შესაძლო სამიტს ეხება გერმანული „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) რუსულენოვანი სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ზელენსკის სამიტი პუტინთან ან ავსტრიაში, ან შვეიცარიაში და ან თურქეთში“ (ავტორი – ალექსანდრა ივანოვა).

„ჩვენ ვთვლით და ეს ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმაც აღნიშნეს, რომ შეიძლება ერთმანეთს ავსტრიის, შვეიცარიის ან თურქეთის ტერიტორიაზე შევხვდეთ, მაგრამ არა მოსკოვში და არა უნგრეთში. სამიტი შედარებით ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა გაიმართოს, თანაც აუცილებლად ევროპის კონტინენტზე. შვეიცარიაში და ავსტრიაში? ჩვენ თანახმა ვართ. თურქეთში? ეს ქვეყანა ნატოს წევრია და ევროპის ნაწილიც. წინააღმდეგნი არ ვართ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან განმარტა, თუ რატომ არის წინააღმდეგი სამიტის ადგილად უნგრეთის არჩევანის შესახებ: „ბუდაპეშტის არჩევა შეხვედრისათვის ჩვენთვის რთულია, – იმიტომ, რომ როცა ევროპის ქვეყნები მხარს გვიჭერენ, გულწრფელად ვიტყვი, უნგრეთი სარმას გვიდებს. მე არ ვიტყვი იმას, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის წინააღმდეგია, მაგრამ იგი წინააღმდეგია უკრაინის მხარდაჭერისა. სხვათა შორის, ნატოში გაწევრიანებაზე რომ არაფერი ვთქვათ, უნგრეთს ჩვენი ევროკავშირში წევრობაც არ სურს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ადრე პუტინ-ზელენსკის შეხვედრის სავარაუდო თარიღად 22 აგვისტოს აცხადებდა, მაგრამ ვაშინგტონში ევროპის ქვეყნების ლიდერებთან გამართული სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს კონკრეტულ თარიღზე არაფერი აღარ უთქვამს. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინ-ზელენსკის შეხვედრა, ალბათ, უახლოეს ორ კვირაში შედგება.

„მე ორმხრივ შეხვედრაზე იმწამსვე დავთანხმდი, ჩვენ მზად ვართ. მაგრამ თუ რუსები მზად არ იქნებიან? ამ შემთხვევაში თავისი ძლიერი რეაქცია ვაშინგტონმა უნდა გამოავლინოს“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ