1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა

343
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1998 წელს დაბადებული ბ.ი. და 1995 წელს დაბადებული ქ.ი. ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბ.ი.-მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი.-ს დახმარებით 2006 წელს დაბადებულ გოგონას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადინეს, ხოლო ბ.ი. და ქ.ი. ბრალდებულების სახით დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.