1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

533
0

ვერძი

შესაძლოა, დილას თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ფინანსური და კომერციული ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ საღამოს ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კურო

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად განმარტოვდეთ და დაწყებული საქმე დაასრულოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემას, თორემ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.

ტყუპები

შემოქმედ ტყუპებს წარმატებული და ნაყოფიერი დღე ელით. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას და არავითარ შემთხვევაში გული არ გადაუშალოთ. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით, ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს. ეცადეთ, საღამოს ივარჯიშოთ ან ჰაერზე ისეირნოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ, სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ.

ლომი

გირჩევთ, დატვირთული კვირის შემდეგ შეისვენოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს დაუთმოთ. სწორ ფინანსურ პოლიტიკას აწარმოებთ, მაგრამ გამუდმებით ცდუნებებს ებრძვით. თუ ცდუნებებთან გამკლავებას შეძლებთ, ფინანსურ სირთულეებს დიდი ხნით დაემშვიდობებით. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგ ახლობელთან დამოკიდებულების შეცვლა დაგჭირდეთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს მოერიდეთ უხეშობას და ზეწოლას, რასაც აუცილებლად საპასუხო რეაქცია მოჰყვება. ამ დღეს ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო და ოპტიმალურ გზას იპოვით, რაშიც მეგობრების რჩევები და რეკომენდაციები გამოგადგებათ.

სასწორი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. დროა, ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ და მენიუში ხორცი ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით და ყველაზე რთულ დავალებებსაც მარტივად უმკლავდებით. იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით. ეცადეთ უმნიშვნელო კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს, რომელიც თქვენს ურთიერთობას წერტილს დაუსვამს. სასურველია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ.

თხის რქა

საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს. ახალი ბიზნესურთიერთობა საინტერესო თანამშრომლობაში გადაიზრდება და მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.

მერწყული

სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. მაცდური შეთავაზებებს არ უნდა ენდოთ – შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები

მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. დროა, იზრუნოთ ადამიანზე, რომელიც რთულ დროს უანგაროდ დაგეხმარათ. გამორიცხული არ არის, დაუბრუნდეთ პრობლემებს, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ