1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

346
0

როდესაც საქართველო აქტიურად მუშაობდა ევროლიბერალიზაციის მისაღებად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ, სადაც განსახილველი საკითხია „2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“.

„2015 წლის ასოცირების საბჭოსთვის მზადების დროს მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ანუ, ამ პერიოდში საქართველოს უკვე ყველა რეფორმა განხორციელებული ჰქონდა და ჩვენი მთავარი მიზანი იყო უკვე ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ ვიზალიბერალიზაციაზე, განხორციელდა რეფორმები, წარვადგინეთ ეს ასოცირების საბჭოზე, სადაც განხილულ იქნა ეს საკითხები მთლიანად და ჩვენს დღის წესრიგში რასაკვირველია არის ის, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილ ევროკომისიის სხდომაზე იყოს დადებითი დასკვნა. 14 ნოემბერს შევხვდით და ამ ვიზიტის ფარგლებში. ბუნებრივია, მთავრობას, გარდა ამ ფორმატში მონაწილეობისა, ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, ვისაც ტრადიციულად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აქვს შესაბამისი გავლენა. ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ამავე პერიოდში, ამავე თვეების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ. პირდაპირ ყველა ამ შეხვედრაზე, ეს ევროპარლამენტარები იყო, კომისიის ბიუროკრატი წარმომადგენლები, თუ ასე ვთქვათ ექსპერტები, ყველა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო, როგორ შეიძლება იმ პერიოდისთვის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა პროევროპული განვითარების მხარდაჭერა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, როგორიც არის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. პარტიული დაპირისპირება, ასე ვთქვათ, ევროპელი დიპლომატებისთვის სრულიად გასაგებია, ეს ბუნებრივი პროცესია და ოპოზიცია ინსტიტუციური დემოკრატიისთვის ზოგადად, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ხელისუფლების ნაწილადაც მოიაზრება, რომლის როლიც ასევე მნიშვნელოვანია, იმ პროცესებში და განვითარების გზაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს პრიორიტეტს. რასაკვირველია, ევროინტეგრაცია ეს ჩვენი მოსახლეობის გეოპოლიტიკური არჩევანია. პირდაპირ ვერ მალავდნენ გაკვირვებას, აღშფოთებას, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის მათ ოპონენტებთან ბრძოლა გადაიქცა გარკვეულწილად სახელმწიფოსთან და ხალხთან ბრძოლად“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.