1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი კაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული
რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი კაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული

რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი კაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული

303
0

რომის პაპმა ლეო XIV წმინდა საყდარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებისადმი მიმართვისას თქვა, რომ ოჯახი კაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული. 

რომის პაპის თქმით, მმართველი ელიტის ამოცანა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობა უნდა იყოს, ეს კი ოჯახში ინვესტიციების ჩადებით შეიძლება შესაძლებელი გახდეს. 

„მმართველი ელიტის ამოცანაა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობაა. ეს, პირველ რიგში, ოჯახში ინვესტიციების განხორციელებით შეიძლება გაკეთდეს, რაც მამაკაცსა და ქალს შორის მტკიცე კავშირზე დაფუძნებული. ამასთანავე აუცილებელია ყველა ადამიანის ღირსების დაცვა“, – აღნიშნა რომის პაპმა.