1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჰამასმა” აშშ-ის მოქალაქე, ისრაელელი სამხედრო, ედან ალექსანდერი გაათავისუფლა
“ჰამასმა” აშშ-ის მოქალაქე, ისრაელელი სამხედრო, ედან ალექსანდერი გაათავისუფლა

“ჰამასმა” აშშ-ის მოქალაქე, ისრაელელი სამხედრო, ედან ალექსანდერი გაათავისუფლა

172
0

დაჯგუფება ჰამასმა შეერთებული შტატების მოქალაქე, ისრაელელი სამხედრო, ედან ალექსანდერი გაათავისუფლა. 21 წლის ჯარისკაცი ისრაელის სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანეს, სადაც მას შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეც. წარმომადგენელი სტივ უიტოფიც დახვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 19-თვიანი მძევლობიდან გათავისუფლებული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი ბოლო ამერიკელი იყო.

დაჯგუფების მძევლად 58 ადამიანი რჩება, თუმცა სხვადასხვა ცნობით, მათგან ცოცხალი სავარაუდოდ, მხოლოდ 24-ია. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ედან ალექსანდერის გათავისუფლება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების აღდგენის მიზნით, კეთილი ნების გამოხატულებაა.

მძევლის ისრაელში დაბრუნებას ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და წარმატებული შუამავლობისთვის დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.