1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
რუსეთმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

რუსეთმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

356
0

რუსეთმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.

აშშ-ის მოქალაქეების სია, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთში ვიზიტი 25 ადამიანით გაიზარდა, მათ შორის მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი, –  ინფორმაციას რუსული  მედია  საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ეს არის პასუხი „ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მუდმივად მზარდ პირად სანქციებზე“.
„ამერიკული ხელისუფლების მტრული ქმედებები, რომლებიც აგრძელებენ რუსოფობიურ კურსს, ანადგურებენ ორმხრივ კავშირებს და აძლიერებენ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებას, კვლავაც მკაცრად უარყოფილი იქნება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

პენისა და სტილერის გარდა, შავ სიაში მოხვდნენ ამერიკელი კონგრესმენები, ბიზნესის და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები.