1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა

1.27K
0

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გააკრიტიკა უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბლოკირების გამო. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.

სიიარტოს თქმით, ზელენსკი უნდა შეეგუოს იმას, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე.

„ფაქტი ფაქტად რჩება: უკრაინას სურს იმ გაერთიანებაში შესვლა, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა პირიქით. ამიტომ, კიევმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტონი“, – დაწერა სიიარტომ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. ზელენსკის თქმით, ორბანი ბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროკავშირს.