1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

448
0

სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, მათ შორის დაბომბვა ენერგოდარის რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უწყება ასევე აფასებს რუსეთის ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს „ვოსტოკ 22“-ს, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო.

„რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50 000 სამხედრო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი იქნება აქტიურად ჩართული, რაც იმ ძალების დაახლოებით 20%-ია, რომელიც წინა წვრთნებში, 2018 წელს მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ქმედებამ უკრაინაში ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ისეთი სამხედრო სტრატეგიული წვრთნები, როგორიცაა „ვოსტოკი“, პირველ რიგში, მიზნად ისახავს რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას და ვერ ახერხებს ხელი შეუწყოს სამხედროების უნარს, განახორციელონ ფართომასშტაბიანი, რთული ოპერაციები.