1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენით გვავსებს, გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს-პრეზიდენტი
ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენით გვავსებს, გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს-პრეზიდენტი

ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენით გვავსებს, გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს-პრეზიდენტი

969
0

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ!

ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს.

ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ.

უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!“ – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.