1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის უფროს მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა
კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის უფროს მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა

კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის უფროს მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა

303
0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების უფროს მრჩევლად ელჩი ფილიპ რიკერი დანიშნა.

როგორც ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ფილიპ რიკერი იქნება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და აშშ-ის დელეგაციის წამყვანი მომლაპარაკებელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზეა ამ კრიტიკულ პერიოდში.

 

„ელჩ რიკერს ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აშშ მზად არის დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. ელჩი რიკერი ჩაერთვება ორმხრივად, თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორებიც არიან ევროკავშირი და როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს. ელჩი რიკერის ამ დროს დანიშვნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს ანიჭებს“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.