1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია, თავდაცვა იქნება თუ თავდასხმა, ნულოვან რეიტინგს ვერ გაცდებიან- დავით მათიკაშვილი
ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია, თავდაცვა იქნება თუ თავდასხმა, ნულოვან რეიტინგს ვერ გაცდებიან- დავით მათიკაშვილი

ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია, თავდაცვა იქნება თუ თავდასხმა, ნულოვან რეიტინგს ვერ გაცდებიან- დავით მათიკაშვილი

240
0

ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია. სიტყვების თამაში – თავდასხმა იქნება თუ თავდაცვა, მცდელობაა, რომ საზოგადოების წინაშე თავი გაიმართლონ და წარუმატებლობა გეგმის არასწორ წარმართვას დააბრალონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს ოპოზიციასთან დაკავშირებით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია. მათი თავდაცვა იქნება თუ თავდასხმა, საკუთარი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგს რაც არ უნდა დაარქვას, იმ ნულოვან რეიტინგს ვერ გაცდებიან, რაც მათ მიმართ საზოგადოებაში არსებობს. ისინი ვერ გაცდებიან დავალებასაც, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე „კოლექტიური ნაცმოძი“ დავალებების მიმცემებისგან იღებს. სიტყვების თამაში – თავდასხმა იქნება თუ თავდაცვა, ეს ყველაფერი მცდელობაა, საზოგადოების წინაშე თავი გაიმართლონ და საკუთარი წარუმატებლობა გეგმის არასწორ წარმართვას დააბრალონ, თითქოს მათ თავდაცვით არაფერი გამოუვიდათ და ახლა თავდასხმით რამეს შეძლებენ. რას ნიშნავს თავდასხმა? – ეს ყველამ კარგად გაიაზროს როგორც გამოთქმაში, ასევე ქცევაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

18 მარტს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა – არცერთი ნაბიჯი უკან და, მათ შორის, ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ესხმიან თავს. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან. 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაშია და ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა“.