1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომინაციაში – აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში
თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომინაციაში – აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში

თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომინაციაში – აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში

100
0

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის – Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილდოზეა წარდგენილი. 

 

აღმოსავლეთ ევროპაში ვაჭრობის დაფინანსებაში საუკეთესო ბანკის ნომინაციის ფინალში, თიბისი ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიც არიან: Raiffeisen Bank International, Ukrgasbank და UniCredit.

 

ჯილდოს ფინალისტები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომლებსაც გამორჩეული შედეგები და მიღწევები აქვთ ფინტექ ბაზარზე და ასევე – ვაჭრობის, საქონლის, მიწოდების ჯაჭვისა და ექსპორტის დაფინანსებაში.

 

გამარჯვებულები ლონდონში, 26 ივნისს, GTR-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.