
რუბიო სიკორსკის: მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ
98
0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, უკრაინისთვის Starlink-ის გათიშვის ალბათობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
მისი თქმით, უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გათიშვით.
„ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“, – წერს რუბიო და სიკორსკის განცხადებას აზიარებს.