1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კვარა ძირითად შემადგენლობაშია – რა თქვა მატჩამდე „ლივერპულის“ მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე
კვარა ძირითად შემადგენლობაშია – რა თქვა მატჩამდე „ლივერპულის“ მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე

კვარა ძირითად შემადგენლობაშია – რა თქვა მატჩამდე „ლივერპულის“ მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე

1.01K
0

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. 

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ვერ გეტყვით, ხვიჩათი დაინტერესებული ვიყავით თუ არა, მაგრამ გეტყვით, რომ დიდებული ფეხბურთელია“, – განუცხადა არნე სლოტმა ჟურნალისტებს.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან იწყებს.

„პსჟ“ – „ლივერპულის“ დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.