
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა ორი მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ ძალაში დარჩენილიყო გადაწყვეტილება თითქმის ორი მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ, რომელიც, USAID-ის მეშვეობით, ორგანიზაციებისთვის უკვე შესრულებული სამუშაოსთვის უნდა გადაეხადათ.
აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ხმები 5-4-ზე თანაფარდობით გადანაწილდა. გადაწყვეტილება მიიღეს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა და კონსერვატორმა მოსამართლემ, ეიმი კოუნი ბარეტმა, რომლებმაც სამ ლიბერალ მოსამართლესთან ერთად ტრამპის ადმინისტრაციას მოთხოვნაზე უარი უთხრეს.
კონსერვატორი მოსამართლეები სამუელ ალიტო, კლარენს თომასი, ნილ გორსუჩი და ბრეტ კავანა გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ.
ტრამპმა 20 იანვარს, თანამდებობის დაკავების შემდეგ ქვეყნის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შემოწმებამდე მათი 90 დღით შეჩერების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მთავარი უწყებები არიან, რომლებიც საგარეო დახმარებას ზედამხედველობენ. ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.