
ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას-დონალდ ტუსკი
503
0
ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებს ომის სწრაფად დასრულება სურთ.
„ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას, რაც არ უნდა ვუწოდოთ ამას, თავხედურ მოთხოვნებს, მათ შორის, ტერიტორიულს. ჩვენ, ყველას, გვსურს ომის სწრაფად დასრულება. ევროპას სურს, ჰქონდეს რაც შეიძლება ცალსახა პოზიცია“, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში სამომავლო სამშვიდობო მისიით, ის მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი ლოგისტიკური დახმარება „უფრო დიდი მასშტაბითაც კი, თუ ეს საჭირო იქნება“.