1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში – პრემიერი
ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში – პრემიერი

ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში – პრემიერი

147
0

ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის სხვადასხვა რეზოლუციებს, საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი საქართველომ აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც მომზადებულია „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

„ჩვენ შევუერთდით აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- განაცხადა პრემიერმა.