“ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ” -ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე
622
0
ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების პროცესში ახალი არაფერი არ არის.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.