![თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა](https://gttv.ge/wp-content/uploads/2025/02/aleqsi.jpg)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა
186
0
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, პეტრიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
დღევანდელ სხდომაზე ალექსი პეტრიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელეს. მას 17 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებიან.