1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია”- ვლადიმერ პუტინი
“მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია”- ვლადიმერ პუტინი

“მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია”- ვლადიმერ პუტინი

379
0

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის „კანონიერი გზა“ არსებობს, მაგრამ კიევს ამის სურვილი არ აქვს.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები, რაზეც პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს ართულებს ზელენსკის „არალეგიტიმურობა“, რადგან იგი მანდატის ვადის გასვლის შემდეგ რჩება ხელისუფლებაში და არ აქვს დოკუმენტების ხელმოწერის უფლებამოსილება.

„მოლაპარაკებების გამართვა ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო მას არ შეუძლია რაიმეს ხელმოწერა. მას თუ სურს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მე გამოვყოფ ადამიანებს, რომლებიც გამართავენ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებების გამართვის და კომპრომისული გადაწყვეტის მოძებნის სურვილი თუ არის, ამ მოლაპარაკების წარმართვა ნებისმიერს შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ, მივიღოთ ის, რაც გვაწყობს და დააკმაყოფილებს ჩვენს ინტერესებს. რაც შეეხება ხელმოწერას – ჩვენ გვჭირდება იურიდიული ექსპერტების დადასტურება იმ ადამიანების ლეგიტიმურობის შესახებ, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფო დაავალებს ამ შეთანხმებების დადებას. თუ მათ სურთ წინსვლა, არსებობს კანონიერი გზა. დაე, რადამ იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად. თუ სურვილი არსებობს, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის გადაჭრა შეგვიძლია, თუმცა ჯერჯერობით ასეთ სურვილს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა პუტინმა.