1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ერთად დავძლიოთ აუტიზმი- უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრის ბავშვთა მხარდასაჭერად 
ერთად დავძლიოთ აუტიზმი- უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრის ბავშვთა მხარდასაჭერად 

ერთად დავძლიოთ აუტიზმი- უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრის ბავშვთა მხარდასაჭერად 

297
0

   უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი,   ბავშვთა ნეირობალანსირების ცენტრს, პროექტ ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“  ფარგლებში, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად,   ნათლისღების დღესასწაულის მისალოცად ეწვია და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარა.

 ეკა სეხნიაშვილი- უფლებადამცველი, ჟურნალისტი,  ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“-ის  პროექტის მენეჯერი:  ,,საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ  ბავშვებთან მიდიხარ და ესაუბრები. საოცრად ნიჭიერები, აღქმის უმაღლესი უნარებით და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. ჩვენ  ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ  ტკბილეულით ან საჩუქრებით, არამედ უნდა გავზარდოთ მათი ჩართულობა  სოციუმში. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს.

  აუტიზმი დაძლევადია და  თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს: მათ შორის, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერ ორგანიზაციებს :,,ანაგი“,  ,,სანდომი“ ,  ,,ბებე“, ,,ბიბლუსი“  და ა.შ. რომლებიც მუდმივად ანებივრებენ ჩვენს შშმ პატარებს.

 პ.ს. ყველა ბავშვი იმსახურებს იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ერთად დავძლიოთ აუტიზმი- თანადგომით ეს შესაძლებელია!