1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ეს არის უცნაური ანომალია, რასაც ჩაუყარეს საფუძველი ამ ქვეყანაში”- ირაკლი იაშვილი
„ეს არის უცნაური ანომალია, რასაც ჩაუყარეს საფუძველი ამ ქვეყანაში”- ირაკლი იაშვილი

„ეს არის უცნაური ანომალია, რასაც ჩაუყარეს საფუძველი ამ ქვეყანაში”- ირაკლი იაშვილი

446
0

ბიზნეს-სუბიექტი, ანუ ეკონომიკური აგენტი როდესაც იფიცება, ეს ნიშნავს, რომ ის პროტესტს უცხადებს ეკონომიკას, რისთვისაც ის არის შექმნილი, – განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა რადიკალების მიერ წამოწყებულ, გაფიცვების კამპანიაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

ე.წ. გამაფრთხილებელი გაფიცვა რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მიერ იმ სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში დაორგანიზდა, რომელიც თითქოსდა, ანონიმურმა პერსონამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნად წარდგენილ მარკო რუბიოს გაუგზავნა და რომელშიც „დასასანქცირებელი“ 25 ქართველი, მათ შორის, ბიზნესმენები არიან შეყვანილნი.

„ეს არის უცნაური ანომალია, რასაც ჩაუყარეს საფუძველი ამ ქვეყანაში. ალბათ გაფიცვების ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოში დაინერგა ახალი გაფიცვის ფორმა, როდესაც ეკონომიკური აგენტი თავის თავს უცხადებს გაფიცვას. გაფიცვის დროს ის წყვეტს მუშაობას, არ ქმნის დოვლათს, ნაკლებ შემოსავალს იღებს და ა.შ. ანუ აზიანებს თავის თავს”, – განაცხადა ბიზნესმენმა.

მან რადიკალი პოლიტიკოსების მიზნებზეც ისაუბრა.

„ეს არის ლტოლვა ძალაუფლებისკენ. უკვე აბსოლუტურად დაბინდულია ადამიანების გონება, წითელი ხაზები აღარ არსებობს იმიტომ, რომ ეს წითელი ხაზია. როდესაც მოითხოვ ბიზნესმენის დასანქცირებას და ამით შენ წირავ იმ ადამიანებს, ვინც იქ მუშაობენ, ეს მორალური წითელი ხაზია, არ უნდა გადალახო“, – აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.