საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას 3+3 მექანიზმის შექმნის შესახებ მხარი აქტიურად დავუჭირეთ – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და მათი სამი მეზობელი: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, თურქეთი, ირანი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ადგილი კვლავ ხელმისაწვდომი რჩება.
„პირველი კონტაქტები უკვე შედგა. ჩვენს ქართველ მეზობლებს მათთვის განკუთვნილი ადგილი ჯერ არ დაუკავებიათ, მაგრამ ეს ადგილი იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.