,,გერმანული პოლიტიკიდან გარიყული და გაგდებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, გვეტენება და ერთი რამით არის დაკავებული, როგორმე ქართველები დააპირისპიროს ერთმანეთს”- შალვა პაპუაშვილი
ყველას მოვუწოდებ, ჩახედონ, რატომ არის ეს მისთვის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი, რატომ არ იყრის ის კენჭს თებერვალში ბუნდესტაგის არჩევნებზე? რადგან ის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის პოლიტსაბჭოში აღარ აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გერმანიაშიც მიხვდნენ, რომ მიხაელ როთი არის ადამიანი, რომელიც სრულად დისკრედიტაციას უწევდა მის პარტიას და სწორედ ამიტომაც უწევს პოლიტიკიდან წასვლა.
„გერმანული პოლიტიკიდან გარიყული და გაგდებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში რომ გვეტენება და ერთი რამით არის დაკავებული, როგორმე ქართველები დააპირისპიროს ერთმანეთს, ლანძღოს ჩვენი ეკლესია, ვინც მას ჩაეხუტება, ერთადერთ რამეს აჩვენებს, იზიარებს იმ მორალს, შეხედულებებს თუ პრინციპებს, რომელიც მას აქვს, დააპირისპიროს ხალხი და ჩამოაგდოს შუღლი ადამიანებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.