1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში უხეში, უკანონო ჩარევით იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან -შალვა პაპუაშვილი
იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში უხეში, უკანონო ჩარევით იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან -შალვა პაპუაშვილი

იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში უხეში, უკანონო ჩარევით იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან -შალვა პაპუაშვილი

659
0

როთის ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე, იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში ჩარევით, იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება. მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე. იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში და უკანონო ჩარევით იმ დემოკრატიის და სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.