1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ნანა ჩაჩუა: ჩვენ ბულინგით ვკლავთ, ადამიანში იმ საზღვარს გადავაბიჯებთ და შევიჭრებით იქ, სადაც მის ღირსებას ხელვყოფთ
ნანა ჩაჩუა: ჩვენ ბულინგით ვკლავთ, ადამიანში იმ საზღვარს გადავაბიჯებთ და შევიჭრებით იქ, სადაც მის ღირსებას ხელვყოფთ

ნანა ჩაჩუა: ჩვენ ბულინგით ვკლავთ, ადამიანში იმ საზღვარს გადავაბიჯებთ და შევიჭრებით იქ, სადაც მის ღირსებას ხელვყოფთ

1.09K
0

ჩვენ ბულინგით ვკლავთ, ადამიანში იმ საზღვარს გადავაბიჯებთ და შევიჭრებით იქ, სადაც მის ღირსებას ხელვყოფთ, მაგრამ მე ბულერი რატომ ხელვყოფ? – განაცხადა ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ბულინგის ტენდენციაზე საუბრისას.

„ეს აგრესია მოდის იქიდან, რომ „მე მეზიზღება ჩემი ბავშვობა, მეზიზღება ჩემი თავი, მე საკუთარი ბავშვობის შურისმაძიებელი ვარ, მძულს იგი და მე მეორე ადამიანში მინდა, რომ ის სიცოცხლის ტენდენცია მოვკლა, რადგან მე ჩემი თავის მნიშვნელობა მაქვს დაკარგული, პერსპექტივას ვერ ვხედავ“. ბულერები თავის დროზე მსხვერპლები იყვნენ.

მე რომ მგონია, რომ მოვევლინე ქვეყანას მხსნელად, ფსევდოა. ამიტომ არის, რომ მე ვანგრევ ყველას და ყველაფერს. მე სიცოცხლის იმ მაცოცხლებელ სიტყვას ვკლავ.

მინდა ვუთხრა აბსოლუტურად ყველას, რომ კარპმანის სამკუთხედიდან ერთადერთი ხსნა ის არის, რომ „შენი თავი შენვე გეყუდნოდეს“. ილიამ, 24 წლის ჭაბუკმა ლელთ ღუნიას ათქმევინა ხომ ეს სიტყვები და ამბობდა საქართველოს მისამართით. ახლა თუ შენ, შენი სიტყვა, შენვე გეკუთვნის, შენ ხარ მაშინ საქართველო“, – აღნიშნა ნანა ჩაჩუა.