1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქართული ოცნება” ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას აშორებს, მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას-ჰელსინკის კომისია
“ქართული ოცნება” ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას აშორებს, მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას-ჰელსინკის კომისია

“ქართული ოცნება” ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას აშორებს, მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას-ჰელსინკის კომისია

152
0

„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას.

„„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს და მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურება.

ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას. ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართული ოცნება“ ეცადა, გაეძლიერებინა ეკონომიკური კავშირები ირანსა და საქართველოს შორის. თავის მხრივ, გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს. აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

„ქართული ოცნება“ თუ მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს აქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი პატრონებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებთანაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად დაახლოვდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.