1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არასდროს ვიკარებდი ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს, ამიტომ არაფერი დამრჩა საქართველოში, გარდა ყვარლის ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება-სააკაშვილი
არასდროს ვიკარებდი ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს, ამიტომ არაფერი დამრჩა საქართველოში, გარდა ყვარლის ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება-სააკაშვილი

არასდროს ვიკარებდი ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს, ამიტომ არაფერი დამრჩა საქართველოში, გარდა ყვარლის ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება-სააკაშვილი

639
0

ყველა თავისი საზომით ზომავს. არასდროს ვიკარებდი იმ ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, პრაქტიკულად არაფერი დამრჩა საქართველში, გარდა ყვარლის 1.5 ჰექტარი ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება. ამერიკაში და უკრაინაში არასდროს თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ არც მშიოდა და უკრაინაში პირველად ნორმალური სახლიც გამიჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ვერანაირი კომფორტი ვერ აყუჩებდა სამშობლოს დაკარგვის ტკივილს და ამის გვერდიდან ყურება მისთვის გაუსაძლისი იყო.

„ვერანაირი ფული, კომფორტი და პოპულარობა ვერ აყუჩებდა სამშობლოს დაკარგვის ტკივილს და ჩემს შემთხვევაში, დიდწილად, ჩემ მიერვე შექმნილი ქართული სახელმწიფოს და იმ რეფორმების განადგურებას, რომელსაც ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფო. გვერდიდან ყურება იყო გაუსაძლისი. ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე (ზუსტად იგივე მოტივაციით არ დავტოვე თბილისი 2008 წლის აგვისტოში).

ბედნიერი ვარ, რომ დღეს ზუსტად იგივე შეგრძნებით გამოდის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი.

მადლობაზე მადლობით ვერ გიპასუხებთ. თქვენ ცდილობთ იმის თქმას, რომ ფული და პირადი კეთილდღეობა სამშობლოზე მაღლა დგას და ეს არის ზუსტად ოლიგარქის და რუსული სამყაროს იდეოლოგია.

ეს არის ორი აზროვნების და მსოფლმხედველობის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში, როგორც ჩანს, ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვართ.

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა მილიონობით ქართველის წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც მრავალი წლის წინ ავიღე და ახლა, როცა ჩემს ხალხს განსაკუთრებით უჭირს, ჩემი ფიზიკური გადარჩენაც კი მეორე პლანზეა ჩემთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.