1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შეიტანს ვიზაზე განაცხადს, ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში – პატარა დისკომფორტია – ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტის მფლობელების სანქცირებაზე
შეიტანს ვიზაზე განაცხადს, ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში – პატარა დისკომფორტია – ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტის მფლობელების სანქცირებაზე

შეიტანს ვიზაზე განაცხადს, ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში – პატარა დისკომფორტია – ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტის მფლობელების სანქცირებაზე

581
0

მე მგონია, რომ ყველაფერი დასრულებულია უკვე. რაც იყო მისაღები, რეალურად მიიღეს და საბოლოო ჯამში, გამოჩნდა, რომ შანტაჟს არავითარი ეფექტი არ აქვს. მე კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რომ აქ ვგულისხმობ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, კონკრეტულ ბიუროკრატებს, ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჰქონდათ შანტაჟის სურვილი, თუმცა რეალურად, მათი ეს მცდელობა აბსოლუტურად არაეფექტური იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, როგორც კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ის არ ფიქრობს და არ ელოდება იმას, რომ ევროკავშირისგან კიდევ რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„არ ვიცი, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ასეთი შეიძლება იქნეს მიღებული. რეალურად, თქვენ იცით, არიან ძალები,რომლებსაც აქვთ არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკავშირში, მათ შორის კონკრეტულ ქვეყნებში. თქვენ ნახეთ, რა გააკეთებინეს მაგალითად, კონკრეტულად ლიეტუვას და ესტონეთს, გადაადგმევინეს ანტიქართული ნაბიჯი, აბსოლუტურად თან არაპრაგმატული ნაბიჯი და თან ანტიქართული ნაბიჯი. გავლენები არის სერიოზული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 20 იანვრის შემდეგ ეს გავლენებიც სრულად არა, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტებები, პირადად როგორ გაიგო ევროკავშირის შეთანხმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. კითხვაზე, აკრძალვა შეეხო დიპლომატიურ პასპორტს, თუ ამ პასპორტის მფლობელს, კობახიძე პასუხობს, რომ „ჯერ, თვითონაც არ იციან“.

„მე რანაირად უნდა გავიგო, გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული, თვითონაც არ იციან. სწორედ ამიტომ, საკითხი დასამუშავებლად გადაეცა შესაბამის სტრუქტურებს. გავიგებთ მაშინ, როდესაც დაამუშავებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან კითხვის საპასუხოდ განმარტა, საუბარი საერთოდ არ არის იმაზე, რომ რომელიმე მინისტრი, რომელიც ფლობს დიპლომატიურ პასპორტს, საერთოდ ვერ შევა ევროკავშირში.

„მაგაზე საერთოდ არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იქნას შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტით და ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში, უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე, ჩაგირტყამენ და წახვალ შესაბამის ევროპულ ქვეყანაში, ანუ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტით საერთოდ ვერ შეხვალ ევროპაში.

შეიძლება ჰქონდეს ადამიანს დიპლომატიური პასპორტიც, ჩვეულებრივი პასპორტიც და შეიძლება ორივესთან მიმართებით მოუწიოს სავიზო განაცხადის შეტანა. შეიტანს ვიზაზე განაცხადს, ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პატარა დისკომფორტი არის, მაგრამ არაუმეტესი“, – განაცხადა კობახიძემ.