1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1.06K
0

ვერძი

დილიდან სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით და სამუშაო რეჟიმში შესვლას ცდილობთ. მოერიდეთ რთული და შრომატევადი დავალების შესრულებას. შესაძლოა, ყველასგან განსხვავებული, უჩვეულო იდეები გეწვიოთ და მათზე საუბრის ნუ შეგეშინდებათ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ეს იდეები მოეწონებათ. ეცადეთ საუბარში მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ერთდღიანი შიმშილი და სუფთა ჰაერი მშვენიერი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.

კურო

ატყობთ, რომ სასიცოცხლო ენერგია და განწყობა ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ საღამოს თავს უკეთესად იგრძნობთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი სამუშაო დღის მეორე ნახევარში გადაიტანეთ. თუ ვინმეს თქვენთან საუბარი და ურთიერთობა არ სურს, ძალას ნუ დაატანთ და შეხვედრა სხვა დროისთვის გადადეთ.

ტყუპები

ახალი წამოწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. ნუ მოდუნდებით, იმოქმედეთ, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ამ დღეს როგორც სახლში, ისე სამსახურში ბევრი პროცესის გაკონტროლება მოგიწევთ. შესაძლოა, დახმარებას მათგან მიიღოთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით და იმ ადამიანებს შეურიგდეთ, ვისთანაც დიდი ხანია კონფლიქტი გაქვთ.

კირჩხიბი

დღის პირველ ნახევარში სამუშაო განწყობა არ გაქვთ და მხოლოდ სადილის შემდეგ მოახერხებთ გააქტიურებას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვირუსს ერიდეთ. ნუ გაღიზიანდებით, თუ ვინმე გაკრიტიკებთ, შესაძლოა, ეს ადამიანი მართალია. ადამიანი, რომელსაც ოდესღაც გული ატკინეთ, მშველელად მოგევლინებათ. ეს პატიება საკუთარი შეცდომების აღიარებასა და წყენის დავიწყებაში უნდა დაგეხმაროთ. გირჩევთ, საღამო სახლის გარეთ გაატაროთ და მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

ლომი

ამ დღეს რთული და შრომატევადი დავალებების შესრულებას უნდა მოერიდოთ და მხოლოდ კარგად ნაცნობი, მარტივი საქმეები უნდა აკეთოთ. შესაძლოა, მენეჯმენტთან კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ და კოლეგების თვალში თქვენი ავტორიტეტი გაიზარდოს. გამონახეთ დრო სწავლისა და თვითგანათლებისთვის. შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. განსაკუთრებული ყურადღება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას უნდა მიაქციოთ.

ქალწული

კარგი იქნება, თუ დღევანდელი პრობლემების გადაჭრის ახალ, განსხვავებულ გზას იპოვით. ეცადეთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება დაუთმოთ – გამორიცხული არ არის, რომ თითქმის დასრულებულ პროექტში შეცდომები და შეუსაბამობა აღმოაჩინოთ. ამ დღეს მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. ახალ ნაცნობობაზე უარს ნუ იტყვით.

სასწორი

უარი თქვით დაპირისპირებასა და ურთიერთობების გარკვევაზე. ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ. გირჩევთ, სამყაროს ენდოთ და გარემოებებს მოერგოთ. გახსოვდეთ, რომ საქმეში თავით ჩაფლულმა ზოგჯერ თავი უნდა ასწიოთ, რომ ჰაერი ჩაისუნთქოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მოდუნდით და დაისვენეთ.

მორიელი

ამ დღეს თანამოსაუბრის უხეშობამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, ამიტომ, ეცადეთ, აგრესიულ ადამიანებს მოერიდოთ. შესაძლოა, დახმარება მათგან მიიღოთ, ვისგანაც არ ელით. ზოგჯერ, სიტუაცია გვერდიდან უნდა შეაფასოთ. დატვირთული დღის ბოლოს თავს ძალაგამოცლილად იგრძნობთ. თბილი აბაზანა და მშვიდი ძილი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. გირჩევთ, ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

თხის რქა

ეცადეთ, ყველა სფეროში განსხვავებული მიდგომები ეძებოთ – სამსახურამდე სხვა ქუჩის გავლით იარეთ, ჩაიცვით ის, რის ჩაცმასაც აქამდე ვერ ბედავდით და ა.შ. – ეს საშუალებას მოგცემთ, ჩვეულ ჩარჩოებს გასცდეთ და თავში ახალი აზრები მოგივიდეთ. იმედს ნუ დაკარგავთ, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება. იქნებ ასე უკეთესია? რჩევები იმ ადამიანებისგან მიიღეთ, ვინც თქვენს დახმარებას შეძლებს.

მერწყული

ამ დღეს ენთუზიაზმის ნაკლებობას გრძნობთ და სამყარო ისეთი ნათელი და ხალისიანი აღარ გეჩვენებათ, როგორც სხვა დროს. სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი იწყება, რომელიც ბევრ რამეზე აისახება. შესაძლოა, ზოგი ცვლილების მიღება გაგიჭირდეთ, ამიტომ ვარსკვლავები ფსიქოლოგიურად მომზადებას გირჩევენ. ზოგ მერწყულს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.

თევზები

ამ დღეს ბევრი სამუშაო გელით, ამიტომ სიზარმაცის უფლება არ გაქვთ. სამყაროს სურს, რომ მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. ნუ მოიწყენთ – ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იქნება. ადამიანების დარწმუნების ნიჭი საშუალებას მოგცემთ, რომ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულოთ და თქვენთვის საჭირო შედეგებს სწრაფად მიაღწიოთ. სავარაუდოდ, საღამომდე ძალა არ მიგყვებათ, ამიტომ გართობის ნაცვლად, ჯობია დაისვენოთ.