1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – გიორგი ვაშაძე
გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – გიორგი ვაშაძე

გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – გიორგი ვაშაძე

404
0

გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – მათმა შიდა დაპირისპირებებმა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზორგანიზაციამ და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია.

„გუშინდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეები დგანან მტკიცედ და მოქმედებენ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში.

თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია რაც გვიჩვენებს, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში რესურსი აღარ დარჩათ.

ახლა ერთადერთი, რაც მათ აიმედებთ არის ის, რომ ქუჩაში არ გამოვიდეს ბევრი ადამიანი, დავიღალოთ და სახლში დავრჩეთ, რაც დაუშვებელია.

გამარჯვება ძალიან ახლოსაა, ბრძოლა ბოლომდე!”- განაცხადა ვაშაძემ.