1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია, არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული – მამუკა მდინარაძე
„ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია, არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული – მამუკა მდინარაძე

„ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია, არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული – მამუკა მდინარაძე

680
0

„ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია – არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო. რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

სიის გასაჯაროების ავტორებს მდინარაძე სამშობლოს მტრებს უწოდებს.

„ჯერ არ ვიცი ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ “ნაცტელევიზიებმა” საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია.

არადა რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო…

რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ!..

ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას…

საკუთარი სამშობლოს მტრები არიან ჩვეულებრივი, ქმედითი, მავნებელი მტრები! მერე გამოდგებიან და სიტყვა რუსულს ვერ მოაშორებ პირიდან“,- წერს მდინარაძე.